09. 11. 2025

საქართველო დასავლეთისთვის არ იყო პრიორიტეტი - ინტერვიუ ნინო კალანდაძესთან

ჭავჭავაძის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო კალანდაძემ მისცა ინტერვიუ ლატვიურ ტელეარხს. ინტერვიუში მან აღნიშნა - " მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს მოკავშირეებს, რომ თუ დასავლეთი არ დაუჭერდა მხარს საქართველოს, შემდეგი უკრაინა იქნებოდა; ასეც მოხდა. უკრაინა შემდეგი იყო 2014 წელს, როდესაც როდესაც მოხდა ყირიმის ანექსია, და კიდევ ერთხელ, 2022 წელს. ევროპულ მხარეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა, რომ ეს იყო ომი ევროპის წინააღმდეგ. ახლა სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ თუ ევროპა  საკმარისად მტკიცედ  არ იმოქმედებს, მას შეიძლება დააგვიანდეს.“