12. 10. 2026

ნინო კალანდაძე GMF-ის BULWARK-ის სასწავლო ღონისძიებაში მონაწილეობდა ვარშავაში

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო კალანდაძემ, მონაწილეობა მიიღო პროექტ BULWARK-ის პირველ ტრანსნაციონალურ სიმულაციურ ღონისძიებაში „საზოგადოებრივი მზადყოფნისა და სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერება ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“. ღონისძიება 1-2 ოქტომბერს ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა. მისი ორგანიზატორი იყო ამერიკის გერმანული მარშალის ფონდი (GMF), პარტნიორები კი ფონდი Res Publica და Visegrad Insight.

ორდღიანი პროგრამის ცენტრში ინტერაქტიული სიმულაცია იყო. მასში განიხილეს, როგორ შეუძლიათ საზოგადოებებს რთულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირება, მათ შორის მტრული სახელმწიფო აქტორების მიერ განხორციელებულ  ძირგამომოთხრელ საქმიანობაზე, საბოტაჟსა და დეზინფორმაციაზე. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაიზიარეს და  თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. მონაწილეები შეხვდნენ პოლონეთში კანადის ელჩს ემანუელ ლამურეს (Emmanuelle Lamoureux).

ღონისძიება BULWARK-ის ფარგლებში გაიმართა. ეს GMF-ის ფლაგმანური ინიციატივაა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხმარება, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საზოგადოებრივი და დემოკრატიული მედეგობა გააძლიეროს. ინიციატივას კანადის მთავრობა უჭერს მხარს გლობალური საქმეების სამინისტროს (Global Affairs Canada) სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციების პროგრამის მეშვეობით. მომდევნო თვეებში კიდევ ორი სასწავლო ღონისძიება გაიმართება: ერთი სოციალურ ერთიანობასა და პოლარიზაციასთან ბრძოლაზე, მეორე დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მედეგობაზე.