ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნინო კალანდაძე, და ცენტრის გამგებოს თავმჯდომარე, ზაზა ბიბილაშვილი, 2026 წლის ნოემბერში ბერლინს ეწვივნენ, სადაც მაღალი დონის ღონისძიებებსა და პარტნიორებთან შეხვედრებში მონაწილეობდნენ.
9-10 ნოემბერს ორივემ მონაწილეობა მიიღო ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფონდების წარმომადგენელთა შეხვედრაში. ღონისძიებაზე EPP-ის პოლიტიკური ოჯახის ფონდები და ანალიტიკური ცენტრები შეიკრიბნენ, მათ შორის კონრად ადენაუერის ფონდი, ჰანს ზაიდელის ფონდი და ვილფრიდ მარტენსის ცენტრი. რიტრიტი EPP-ის გენერალურმა მდივანმა დოლორს მონსერატმა გახსნა . ის აგრეთვე ხელმძღვანელობდა რეგიონულ სესიებსაც, რომლებიც მოიცავდა ჩრდილოეთ ამერიკას, იბერო-ამერიკას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკას, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპას. გასვლითი ღონისძიება დაასრულეს კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურმა მდივანმა მარკ შპაიხმა და მონსერატმა. ჭავჭავაძის ცენტრი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაზე გამართულ განხილვებში მონაწილეობდა, სადაც ნინო კალანდაძემ მოხსენება წარადგინა.
ვიზიტის ფარგლებში ცენტრის ორივე წარმომადგენელი დაესწრო კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ „ევროპის მდგომარეობას“ (Europa-Rede), სადაც მთავარი სპიკერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი (Péter Magyar) იყო.
ამასთან, მათ რამდენიმე ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა ბერლინის თავისუფლების კვირის ფარგლებში და პარტნიორებთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
იხ. ფოტო-გალერეა: