პროექტი DIVERSE

DIVERSE (მრავალფეროვნება, კულტურათაშორისი დიალოგი და მრავალმხრივი სტრატეგიები მდგრადი საზოგადოების გაძლიერებისათვის) პროექტი DIVERSE მიზნად ისახავს მრავალფეროვნებისა და ინტერკულტურული დიალოგის გაღრმავებას ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, თელავში, საგარეჯოში, ახმეტაში, პანკისში, ლაგოდეხსა და თბილისში მცხოვრებ 16-22 წლის ახალგაზრდებს შორის. პროექტი მიზნად ისახავს რუსული წყაროს მითოლოგიისა და ყალბი ამბების, როგორც რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტების წინააღმდეგ ბრძოლას და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდას. 

"ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის პროექტი DIVERSE (Diversity, Intercultural Dialogue, and Versatile Strategies for Resilient Society Empowerment) ხორციელდება USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრი პროექტს განახორციელებს ინტერნიუს საქართველოს და საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობით.