დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა

წლების მანძილზე, საქართველო რუსული დეზინფორმაციის საცდელი პოლიგონი იყო, რომლის მესიჯებიცა და მეთოდებიც შემდეგში დასავლურ დემოკრატიებში გავრცელდა. ჭავჭავაძის ცენტრის მიზანია დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას საქართველოში თავისი გამოცდილებისა და ინოვაციური მეთოდების გაზიარებით. პროექტის მიზანია განიხილოს პრობლემის ძირეული მიზეზები და მისცეს საშუალება ახალგაზრდა ლიდერებს, ჟურნალისტებს და მოქალაქეებს ეფექტურად დაუპირისპირდნენ დეზინფორმაციას რეალურ ცხოვრებისეულ გარემოში. პროექტი მიზნად ისახავს დეზინფორმაციის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, აქამდე არსებული მიდგომების აღმოჩენისა და უარყოფის მიღმა. პროექტის ფარგლებში, ცენტრი დაატრენინგებს და გააძლიერებს ინდივიდებ, რათა ისინი დაუპირისპირდნენ დეზინფორმაციას თავიანთ მიკრო სოციუმებში და გაავრცელონ შესაბამისი მეთოდები და მესიჯები მათ გარშემო. პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოება გახდეს უფრო მედეგი მზარდი დეზინფორმაციის წინაშე.

პროექტი მოიცავს ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს და 45 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი არიან დეზინფორმაციის მიმართ. პროექტის მიზანია სამიზნე ჯგუფების აღჭურვა საჭირო უნარებითა და ტექნიკური ცოდნით. პროექტი მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს რამდენიმე ათეულ ათას მოქალაქეზე უშუალოდ და სხვადასხვა მედია არხების საშუალებით. 

პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის ცენტრი გამოაქვეყნებს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას და ჩატარებს სიღრმისეულ ტრენინგებ სამიზნე ჯგუფებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს სკეპტიკურად განწყობილ აუდიტორიებთან საერთო ენის პოვნას, მათ ჩართულობის გაზრდას და ეჭვების გაღვივებას დეზინფორმაციულ ნარატივებში. ჟურნალისტები დახმარების გაწევას მედიგაშუქების გზით შეძლებენ, ცენტრი კი უზრუნველყოფს სოციალური მედიის მაქსიმალურად გააქტიურებას. სახელმძღვანელოს გამოქვეყნების გარდა, ცენტრი მოამზადებს საინფორმაციო ვლოგებს და პოდკასტებს. ასევე, მოეწყობა კონფერენცია NATO-ს ექსპერტებისა და ადგილობრივი და ეროვნული მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. 

2023 წლის დეკემბრისთვის საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ლიდერების ახალი ჯგუფი აქტიურად შეებრძოლება დეზინფორმაციას საერთო ინსტრუმენტების გამოყენებითა და მესიჯების კოორდინაციით. ცენტრის სახელმძღვანელო და ტრენინგები საკვანძო როლს შეასრულებენ ამ ძალისხმევის ფარგლებში.