ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრი წარმოადგენს საქართველოში პირველ პოლიტიკურ ფონდს, რომელიც შექმნილია ევროპული პოლიტიკური ფონდების მოდელზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სახით. როგორც დამოუკიდებელი და არაპარტიული ინსტიტუტი, ჩვენ გვწამს ისეთი საქართველოს მომავლის, სადაც დემოკრატიული ღირებულებები, შემოქმედებითი აზროვნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეროვნული განვითარების საფუძველს ქმნის.
ჩვენი ხედვა შთაგონებულია ილია ჭავჭავაძის ფიგურით — საქართველოს ეროვნული აღორძინების სიმბოლოთი — და მოიცავს გამჭვირვალე მმართველობას, ცოდნაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დისკუსიას და აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობას. ცენტრის მიზანია უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება.
ვემსახურებით რა დასავლური დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების მიზანს, ვებრძვით დეზინფორმაციას და ვცდილობთ რომ ავაგოთ ერთგვარი ცოდნის ხიდი საქართველოსა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის. ამას ვახორციელებთ სამოქალაქო განათლების, პოლიტიკური კვლევისა და დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც საზოგადოების მრავალფეროვან ჯგუფებს მოიცავს.
ცენტრი მიზნად ისახავს პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერას და პოლიტიკური დღის წესრიგის მანიპულაციისგან დაცვას, ასევე, უფრო ინფორმირებული, რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკური დისკუსიის ხელშეწყობას, როგორც მოქალაქეების, ისე პოლიტიკური კლასის დონეზე.
ჭავჭავაძის ცენტრის ძირითადი პროექტები მოიცავს: "სამოქალაქო მეხსიერებას", "შიდაპარტიულ დემოკრატიას საქართველოში", "საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის წინაშე", "ახალგაზრდობა სამართლიანობისთვის", "ფრონტის ხაზზე - ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა"და კვარტალურ ჟურნალ "ახალ ივერიას".
ცენტრი ატარებს რეგულარულ რეგიონულ შეხვედრებს და თემატურ ახალგაზრდულ ბანაკებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მოქალაქეების გაძლიერებასა და რეგიონალური საზოგადოების ლიდერების ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღჭურვას აქტიური და ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობისთვის.
2025 წლის მაისში ჭავჭავაძის ცენტრი გახდა პოლიტიკური ფონდების ევროპული ქსელის (ENoP) ასოცირებული წევრი, პირველი ორგანიზაცია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მოქმედ ორგანიზაციებს შორის.