ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა გორში კინოჩვენება და დისკუსია გამართა, მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე. კერძოდ, პროექტის „ახალგაზრდები #მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნაჩვენები იყო ჯესი ნელსონის ფილმი „მე მქვია სემი“ (აშშ, 2001).
ჭავჭავაძის ცენტრის პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ უძღვება ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი. კინოჩვენების მოწვეული სტუმარი იყო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (#GDI) სამოქალაქო განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ერემაშვილი. #კინოჩვენების შემდეგ გაიმართა #დისკუსია.