ჭავჭავაძის ცენტრის ახალგაზრდული ბანაკი "ერთად მომავლისკენ!" - მეორე დღე
ჭავჭავაძის ცენტრის ახალგაზრდული ბანაკის მეორე დღე სრულად მიეძღვნა სიმულაციურ პოლიტიკურ თამაშს რომელსაც გიორგი ბილანიშვილი წარუძღვა.
სიმულაციური თამაში მოიცავდა პარტიული პრაიმერისის გამართვას კანდიდატთა შესარჩევად, საარჩევნო გუნდის ჩამოყალიბებას, საარჩევნო კამპანიის წარმოებასა და თავჯდომარის არჩევას;
სიმულაციური თამაშისას გაიმართა იმიტირებული შიდაპარტიული დებატები, წინასაარჩევნო კამპანია, კანდიდატების მიმართვა, კენჭისყრა, ასევე - გამარჯვებული და დამარცხებული კანდიდატების მიმართვა;
ბანაკის მესამე დღე დაეთმო სამომავლო გეგმების დასახვას.
ახალგაზრდული ბანაკის მიზანია ნაკლებად პოლარიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, არსებული პოლიტიკური ელიტისთვის მაგალითის მიცემა და ახალგაზრდა ლიდერების ხელშეწყობა, რომელთაც მრავალპარტიული დემოკრატიის ევროპული სტანდარტები ექნებათ.
ახალგაზრდული ბანაკი ხორციელდება ჰოლანდიური IDI/D66 - ს მხარდაჭერით, პროექტის "შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში" ფარგლებში.