ახალციხიდან დაიწყო ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ეროვნული პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ განხორციელება. სხვადასხვა სესიის ფარგლებში, მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა გუნდთან ერთად მთელი დღის მანძილზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა მასტერკლასები.