2022 წლის 26 მაისს გაიმართა „ჭავჭავაძის ცენტრისა“ და სოვლაბის ერთობლივი მრგვალი მაგიდა თემაზე „რუსული პროპაგანდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - პირველი რესპუბლიკა, 1990-იანი წლები დაXXI საუკუნე: მსგავსებანი და პარალელები“. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს: ზაზა ბიბილაშვილმა, რომელმაც ისაუბრა თემაზე „მეხსიერება და იდენტობა“, ირაკლი ხვადაგიანმა („საბჭოური მითოლოგია პირველ რესპუბლიკაზე“), დავით ხვადაგიანმა („რუსული პროპაგანდა პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ“), რუსიკო კობახიძემ („1990-იანი წლების პროპაგანდა და საბჭოური მენტალობა“) და გია ჯაფარიძემ („ნეიტრალიტეტი, როგორც რუსული ხაფანგი“). დისკუსიას მოდერაცია გაუწია ნინო კალანდაძემ. მრგვალი მაგიდა ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
"ტერმინი რუსოფობია მოიგონეს, რომ კაციაჭამია პუტინის პოლიტიკა გაემართლებინათ" - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "დღის ამბები", 14 აგვისტო 2026
"ქართული ოცნება" არ არსებობს რუსეთის გარეშე" - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "დღის ამბები", 7 აგვისტო 2026
18 წელი აგვისტოს ომიდან - ნინო კალანდაძე "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა", 7 აგვისტო 2026