„პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, გაცილებით უფრო შემჭიდროვებულ ვადებშიც შეიძლებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა საქართველოსთვის. პრობლემა ზუსტად ესაა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები იმ ფუნდამეტურ საკითხებთან დაკავშირებით, არის თუ არა ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ნება, რაც საჭიროა ამ ნაბიჯების გადასადგმელად. ყველაზე მარტივი მაგალითია დეოლიგარქიზაცია. ხელისუფლებამ თქვა, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც, სავარაუდოდ, მოერგება ოთხ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ არა იმ ერთ ადამიანს, რომელიც სახელითა და გვარით იდენტიფიცირებული იქნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, როგორც საქართველოს პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ დავდგებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხელისუფლება იტყვის, რომ მათ ყველაფერი შეასრულეს და ახლა ბურთი ევროპელების მოედანზეა,“- ზაზა ბიბილაშვილი "ამერიკის ხმის" ეთერში, 3 ივლისი 2022
"ტერმინი რუსოფობია მოიგონეს, რომ კაციაჭამია პუტინის პოლიტიკა გაემართლებინათ" - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "დღის ამბები", 14 აგვისტო 2026
"ქართული ოცნება" არ არსებობს რუსეთის გარეშე" - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "დღის ამბები", 7 აგვისტო 2026
18 წელი აგვისტოს ომიდან - ნინო კალანდაძე "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა", 7 აგვისტო 2026