11. 11. 2019

ჭავჭავაძის ცენტრმა საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ჭავჭავაძის ცენტრმა საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის შემდეგაც მხარეთა შორის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

დაგეგმილია ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების გამართვა; კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; სამეცნიერო და კვლევით პროექტში სტუდენტებისა და პროფესორების ჩართულობის ხელშეწყობა; ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნება და სხვა აქტივრობები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ და ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა, ნინო კალანდაძემ.