18. 03. 2022

კინოჩვენება და დისკუსია ჭავჭავაძის ცენტრის ოფისში

18 მარტს, ჭავჭავაძის ცენტრის ოფისში გაიმართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია. ნაჩვენები იქნა ბარი ლევინსონის ფილმი „კუდის ქიცინი". დისკუსიას უძღვებოდნენ ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და გია ჯაფარიძე. კინოჩვენებას ესწრებოდნენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდა წევრები და აქტივისტები.