მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებისგან ხშირად მსმენია 90-იანების ამბები, ისინი ხშირად საუბრობენ ამაზე და ბევრი რამ მეც ვიცოდი, შთაბეჭდილება სულ სხვანაირი იყო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თავად გამოვიარე ეს ყველაფერი. ალბათ სწორედ ესაა ამ ფილმების დანიშნულებაც. ისინი უნდა ნახოს ბევრმა, მეტმა ჩვენი ასაკის ადამიანმა, რათა ყველაფერი ვიცოდეთ ზუსტად, გავაანალიზოთ და გავიაზროთ. ვფიქრობ, მხოლოდ ძველი ისტორიის ცოდნა არაფერს მოგვიტანს, მთავარია უახლესი ისტორია გავიაზროთ სწორად და მომავლის გეგმები დასკვნების მიხედვით ავაგოთ. მე არ მინდა იგივე გამოვიარო, რაც ჩემმა მშობლებმა და ამას ემსახურება სწორედ ამ ფილმების ჩვენება, დისკუსია-საუბრები და მსგავსი შეხვედრები.