ილია ჭავჭავაძის ცენტრის მასტერკლასები ზუგდიდში გაიმართა

16 ნოემბერს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გააერთიანა ზუგდიდში ჭავჭავაძის ინოვაციურმა პროექტმა "საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ".

ილია ჭაჭავაძის ცენტრის დამფუძნებლის თქმით „ზაზა ბიბილაშვილი: „თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეცვალოს არსებული რეალობა და ეს დაკავშირებულია საღ აზრთან და სამოქალაქო კულტურის განვითარებასთან. მოქალაქედ ყოფნა დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა და ამ შეხვედრის მიზანი სამოქალაქო შეგნების განმტკიცებაცაა“. ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი უკვე რამდენიმე თვეა მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“, რომელშიც 150-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩაართულობის ცენტრში, მონაწილეებმა ცენტრის დირექტორთან ნინო კალანდაძესთან ერთად იმსჯელეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. „ყოველი მოქალაქე უნდა იყოს ძლიერი პოლიტიკის პირისპირ“ - აღნიშნა ანნა სიჭინავა, ეკონომისტმა და პროექტის მონაწილე. ჟურნალისტ ეკა თორდიას აზრით კი: "ახალგაზრდებს მნიშვნელოვანია მივცეთ თვითრეალიზების საშუალება, რომ აღარ მოხდეს ინტელექტუალური კაპიტალის გადინება"მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ისეთი საკითხების განხილვას როგორიცაა მოქალაქის ჩართულობის გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებს პროცესში, დეცენტრალიზაციის როლი, ეკოლოგია და ინფრასტრუქტურა, ჰიბრიდული ომის საფრთხეები. პროექტის მონაწილემ ციცინო შენგელიამ, რომელიც წამოადგებს  ორგანიზაციას" სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრიდან" აღნიშნა: „ვფიქრობ, რომ ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სწორედ ქალების სამოქალაქო აქტიურობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ხშირად სწორედ ჩვენი ხმა არ არის გათვალისწინებული, რაც შესაცვლელია. ვისურვებდი,რომ თავად ქალებსაც მეტი მგძნობელობა ჰქონდეთ ამ საკითხის მიმართ. სამეგრელო ქალთა აქტიურობის კუტხით ნამდვილად გამოირჩევა და ამას, შესაძლოა, თავისი ისტორიული მეხსიერება და წანამძღვარიც განაპირობებდეს“.

ჭავჭავაძის ცენტრის მასტერკლასების მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებლის, პროფ. კორნელი კაკაჩიას სესიას: “საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები”. იმიტირებული დებატების წინ კი გაიმართ აჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარის, მედიაფსიქოლოგის მარიამ გერსამიას სესია, სადაც გაიმართა დისკუსია საკითხებზე: რა უნდა ვიცოდეთ არაცნობიერზე და სხეულის ენაზე, რომ უკეთ მოვემზადოთ დებატებისთვის? როგორ და რატომ იმახსოვრებს აუდიტორია კონკრეტულ მესიჯებს? და სხვ.

პრაქტიკული ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.  სამოქალაქო ჩართულობის პროექტი ხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში.  შერჩეული მონაწილეები ესწრებიან ლექციებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა მიმართულებით:

•  საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები

•  რატომ დასავლეთი?  - ღირებულებები, ვალდებულებები/პასუხისმგებლობები და ისტორიული პერსპექტივა

•  გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ცვალებადი გამოწვევები

•  ევროკავშირი, დემოკრატიული ინსტიტუტები და მდგრადი განვითარება

•  კანონიერება და მართლწესრიგი - ქართული მართლმსაჯულების ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავალი

•  ეკონომიკური პოლიტიკა - როგორ წავახალისოთ სწრაფი და სოციალურად პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური ზრდა

•  მედიაფსიქოლოგია, ინფორმაციული წიგნიერება და სამოქალაქო განათლება

•  კულტურა და იდენტობა

•  დონორებთან ურთიერთობა

•  საჯარო გამოსვლები და დებატების ხელოვნება

მასტერკლასებში მონაწილეობა უფასოა.  პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით. 

გახდიეროვნულიპროექტისსაღიაზრი - სამოქალაქოსაზოგადოებაპოლიტიკისპირისპირსერტიფიცირებულიმონაწილე! დამატებითიინფორმაციისადარეგისტრაცისთვისგადადითბმულზე: http://bit.ly/31VZO9g