ჭავჭავაძის ცენტრის კინოჩვენება ბაღდათში

28 სექტემბერს, ბაღდათში, პროექტის "ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად" ფარგლებში გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის მორიგი კინოჩვენება. ნაჩვენები იქნა პიტერ უირის 1998 წლის ფილმი, "ტრუმენის შოუ". ამჯერად ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო უჩა გელხვიიძე.

უკვე მეოთხე წელია, პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის" ჭავჭავაძის ცენტრი ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ათეულობით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა.