ჭავჭავაძის ცენტრის მორიგი კინოჩვენება მწვანე სკოლაში

20 ოქტომბერს, თბილისის მწვანე სკოლაში, პროექტის "ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად" ფარგლებში გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის მორიგი კინოჩვენება. ნაჩვენები იქნა ანჯეი ვაიდას ფილმი, “კატინი”. ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი. უკვე მეოთხე წელია, პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის" ჭავჭავაძის ცენტრი ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ათეულობით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა.