სამოქალაქო ჩართულობის მასტერკლასები თბილისში

ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით სამოქალაქო ჩართულობის მასტერკლასები რეგიონების შემდეგ 7-8 დეკემბერს თბილისში ჩატარდა. პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ფარგლებში, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა მონაწილეებს გააცნო ცენტრის საქმიანობა და ისაუბრა სამოქალაო ჩართულობის გამოწვევებზე, გაიმართა ასევე დისკუსია ცენტრის დირექტორთან ნინო კალანდაძესთან ერთად.

პირველ დღეს მასტერკალების მონაწილეებს "ჭავჭავაძის ცენტრმა" შესთავაზა რამდენიმე სესია. კერძოდ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გია ნოდიას სესია "რატომ #დასავლეთი?"; #IRI-ს ოფისის ხელმძღვანელის ჯონ დი პიროს სესია თემაზე: „პარტიების განვითარება და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში“; ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარის, პროფ. მარიამ გერსამიას სესია "როგორ მოვემზადოთ #დებატებისთვის?"

იმიტირებული დებატების აქტუალური თემები თავად მონაწილეებმა განსაზღვრეს: #ოკუპაცია, რუსეთის ჰიბრიდულ ომი და პოლარიზაცია; #სამოქალაქო ჩართულობა და ცვლილებები; საქართველოს #დასავლური კურსის შეუქცევადობა; დებატების შემდეგ, მონაწილეებმა რჩევები ცენტრის მხრიდან მიიღეს.

დღის ბოლოს, მონაწილეებს ჭავჭავაძის ცენტრის სერტიფიკატები გადაეცათ 

მეორე დღეს გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლის, სანდრო ბიბილაშვილის თემატური სესია „გამოხატვის #თავისუფლება და თანამედროვე ქართული #სასამართლო პრაქტიკა“; შემდეგ ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძე პროექტის "საღი აზრი: სამოქალაქო განათლება პოლიტიკის პირისპირ" მერვე ნაკადის მონაწილეებთან გამართა დისკუსია, დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა აქტუალური პრობლემები და მათ შორის პრიორიტეტული #განათლებაა. „რა აკლია განათლების #პოლიტიკას საქართველოში?“ ამ თემაზე ისაუბრა განათლების ექსპერტმა, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშია. ამის შემდეგ გაიმართა პროფ. მარიამ გერსამიას სესია სხეულის ენაზე, მესიჯების კონსტრუირებაზე.

მეორე დღის ბოლოსაც, მონაწილეებს ჭავჭავაძის ცენტრის სერტიფიკატები გადაეცათ.