შეხვედრების ციკლი ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან - პირველი შეხვედრა

მპგ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჭავჭავაძის ცენტრი და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო მართავენ შეხვედრების ციკლს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან. ღონისძიების ფარგლებში, თავმჯდომარეობის კანდიდატები დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ ხედვას პარტიის განვითარებაზე, ასევე - მიმდინარე შიდა და საგარეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.
 
შეხვედრათა ციკლი გაიხსნა დღეს, 24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილთან შეხვედრით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IRI-ს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, ფრანკლინის კლუბის, სტრატეგიული დიალოგის ცენტრის, EECMD-ის წარმომადგენლები, პოლიტიკის მკვლევარები და სტუდენტები.
 
შეხვედრათა ციკლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის თემატიკის შემდგომ აქტუალიზაციას, ასევე, საშუალება მისცეს კანდიდატებს, პარტიული თემატიკით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააცნონ საკუთარი ხედვა პარტიის მომავალთან დაკავშირებით.