შეხვედრების ციკლი ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან - მესამე შეხვედრა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჭავჭავაძის ცენტრი და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო აგრძელებენ შეხვედრების ციკლს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან. ღონისძიების ფარგლებში, კანდიდატები დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ ხედვას პარტიის განვითარებაზე, ასევე - მიმდინარე შიდა და საგარეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.
 
ციკლის მესამე შეხვედრა გაიმართა 26 იანვარს. აუდიტორიის წინაშე წარდგა ნონა მამულაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IRI-ს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, ფრანკლინის კლუბის, სტრატეგიული დიალოგის ცენტრის, EECMD-ის წარმომადგენლები, პოლიტიკის მკვლევარები და სტუდენტები.
 
შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის შემდგომ აქტუალიზაციას, ასევე, საშუალება მისცეს კანდიდატებს, საკუთარი ხედვები გააცნონ პარტიული თემატიკით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.