სამოქალაქო ჩართულობის მასტერკლასები რუსთავში

15 დეკემბერს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო შეხვედრა პროექტის „საღი აზრი: #სამოქალაქო საზოგადოება #პოლიტიკის პირისპირ“ მეცხრე ნაკადის მონაწილეებთან.

ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა ჭავჭავაძის ცენტრის მიზნებზე, სამოქალაქო #აქტივიზმის მზარდ მნიშვნელობასა და რუსული ჰიბრიდული ომის ცვალებად გამოწვევებზე: „ჩვენი მიზანი უნდა გახდეს არა მხოლოდ რუსული პროპაგანდის გამოვლენა, არამედ მასთან აქტიური ბრძოლა ფაქტობრივი და იდეოლოგიური მესიჯებით“. ამის შემდეგ მონაწილეებს მიმართა ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ: „ჩვენ ვიბრძვით  თითოეული #მოქალაქის გაძლიერებისთვის, რათა ყველას ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ და #პოლიტიკურ დღის წესრიგზე“.

შეხვედრა გაგრძელდა ჟურნალისტისა და ნიუტონის თავისუფალი სკოლის პედაგოგის, დავით პაიჭაძის სესიიით და დისკუსიით თემაზე: „რას გვეუბნება რუსული პროპაგანდა?“, რის შემდეგად ჩატარდა მარიამ გერსამიას მასტერკლასი თემაზე „დებატების ხელოვნება და სხეულის ენა“. შეხვდერა დასრულდა იმიტირებული დებატებით მონაწილეთა გუნდებს შორის.