ევროპის პოლიტიკური ფონდების 23-ე საერთაშორისო ფორუმი

მიმდინარე წლის 15-16 მაისს ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ ევროპის პოლიტიკური ფონდების 23-ე საერთაშორისო ფორუმში. მან პოლიტიკური ფონდებისა და ევროპის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა სიტყვით და ისაუბრა საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის გამოწვევებზე და პოლიტიკური ფონდების როლზე დემოკრატიის განვითარებაში.