„ახალი ივერიის“ მესამე ნომრის პრეზენტაცია.

17 ივნისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გაიმართა ჟურნალი „ახალი ივერიის“ მესამე ნომრის პრეზენტაცია.
 
ჟურნალის მესამე ნომერზე ისაუბრეს შამილ შუგაევმა, ქეთი ქურდოვანიძემ და ზაზა ბიბილაშვილმა.
 
ჟურნალი ვრცელდება უფასოდ და ის შეგიძლიათ მიიღოთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და სანტა-ესპერანსას მაღაზიებში, „შაქრო ბაბუაში“, „პარნასში“ და მაღაზიაში „წიგნები ვაკეში“. ასევე - საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიაუნისა და საბაუნის ბიბილიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში.