„ჭავჭავაძის ცენტრმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია “წითელ ხიდთან” ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი გააფორმა

2023 წლის 29 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციასთან “წითელი ხიდი” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებაზე, ასევე, სამეცნიერო და კვლევით პროექტებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობისგაზრდასა და 2024 წლიდან კონკრეტული ერთობლივიაქტივობების დაწყებაზე. მემორანდუმს ხელი მოაწერეს წითელი ხიდის წარმომადგენელმა, ჯეიჰუნ მუჰამედალიმ და „ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა, ნინო კალანდაძემ.