2023 წლის დეკემბრიდან ჭავჭავაძის ცენტრის გამგეობას ქეთი ქურდოვანიძე შემოუერთდა

ქეთი ქურდოვანიძე არის ჟურნალისტი, ფილოლოგი, მთარგმნელი, რედაქტორი და გამომცემელი.

1991-1992 წლებში ქეთი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მრჩეველი განათლებისა და კულტური მიმართულებით, ხოლო 1992-1993 წლებში მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.  1990-1991 წლებში იყო გაზეთის „ლიტერატურა და სხვა“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1994-1996 წლებში იყო გაზეთ „თავისუფალი საქართველოს“ რედაქციის წევრი და კორესპონდენტი. 2003-­2006  წლებში ქეთი იყო გამომცემლობა „ლიტერას“ საბავშვო პროექტების ავტორი და რედაქტორი.

2009 წელს ქეთი იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სამინისტროს ფარგლებში შექმნილი ონლაინჟურნალ „დიასპორის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი და სამინისტროს მიერ განხორციელებული დიასპორის საკვირაო სკოლების სასწავლო  და საგანმანათლებლო პროექტების ავტორი.

2010 წელს ქეთი იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს „არქეოლოგური მართვის ცენტრის“ პროექტების ხელმძღვანელი, ასევე - სააგენტოს ფარგლებში შექმნილი ჟურნალის - „ონლაინარქეოლოგიის“ დამფუძნებელი და რედაქტორი. 2016-2017 წლებში ქეთი იყო ჟურნალების „ტერიტორეფი“ და „ბიზნესჯორჯიას“ მთავარი რედაქტორი.

ქეთიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და აქვე კინომცოდნეობის მეორეული ფაკულტეტი. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის უცხოურ სამეცნიერო გამოცემათა მთავარი სპეციალისტი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის პროექტის „ადაპტირებული ქართული  და უცხოური კლასიკა“ ელექტრონული წიგნების ავტორი.