"ვკითხულობთ ერთად" - მეჩვიდმეტე შეხვედრა

თურმე შეიძლება რომ ღარიბული საუზმე ან ვახშამი მრავალფეროვანზე და ნოყიერზე უფრო გემრიელი მოგეჩვენოს. გახუხულ პურს, მასზე გადასმული კარაქითა და ჯემით, მარგარინით თხლად დაფარული შავი პურის ნაჭერი ამჯობინო... ამასთანავე, კომფორტულად იგრძნო თავი პატარა, უბადრუკ, თითქმის ცარიელ ოთახში, სადაც სკამებისა და მაგიდის მაგივრობას გადმობრუნებული ხის ყუთები სწევენ... 
 
როდის ხდება ასეთი რამ?...როდის და მაშინ, როცა ადამიანი, ვისთანაც სტუმრად ხარ, ისეთი სათნო და ისეთი კეთილია, როგორიც მის ჰანი - მატილდას მასწავლებელი.