გასრულდა ჩვენი სასწავლო წელი.
გასრულდა ისე, როგორც შეეფერება პატარებისთვის განკუთვნილ პროექტს, "ვკითხულობთ ერთად" რომ ჰქვია - საზეიმოდ, მხიარულად, სერტიფიკატების გადაცემით. აღმოჩნდა რომ ურიგოდ არ გავრჯილვართ, ბევრი რამ წაგვიკითხავს - სულხან-საბა ორბელიანის "იგავ-არაკები", რეზო ინანიშვილისა და დონალდ ბისეტის მოთხრობები, ჯანი როდარისა და როალდ დალის ზღაპრები, ბერძნულ-რომაული მითები, თავები ერნსტ გომბრიხის მოზარდებისთვის დაწერილი მსოფლიოს ისტორიიდან, ტომას სტერნზ ელიოტის "მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ".
გაგრძელდება თუ არა შეხვედრები "ჭავჭავაძის ცენტრში", ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული, ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს "რუსული კანონი" ემუქრება გაუქმებით.
#ჭავჭავაძისცენტრი #ვკითხულობთერთად