ჭავჭავაძის ცენტრის გუნდს თეონა ზურაბაშვილი შემოუერთდა

თეონა არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში და გოთენბურგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრი პოლიტიკურ მეცნიერებებში. გოთენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ის მუშაობდა მთავრობის ხარისხის ინსტიტუტში (QoG), რომელიც კორუფციის კვლევის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს. თეონა ზურაბაშვილი არის Swedish Institute-ის სტიპენდიატი, რომელიც არის შვედეთის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. 

სხვადასხვა დროს თეონა ზურაბაშვილი მუშაობდა, როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სექტორში. 2021-2023 წლებში თეონა ზურაბაშვილი იყო პოლიტიკის ანალიტიკოსი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში (GIP). მანამდე, ის იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი მრჩეველი. თეონა ასევე მუშაობდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის (დევნილობაში) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. 

ამჟამად თეონა ზურაბაშვილის პროფესიული ინტერესების სფეროს  წარმოადგენს კარგი მმართველობა, კორუფცია და ანტიკორუფციული მექანიზმები და გარდამავალ დემოკრატიებში პოლიტიკური პარტიების განვითარება.

ამ და სხვა თემებზე თეონა ზურაბაშვილი რეგულარულად თანამშრომლობს  მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც პოლიტიკის კვლევით არიან დაკავებული.