2024 წლის 21 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში Kinedok-ისა და ჭავჭავაძის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ჩვენება ფილმისა OF CARAVAN AND THE DOGS („ქარავანისა და ძაღლების შესახებ“). ფილმში, რომელსაც ამჟამად აჩვენებენ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, რეჟისორი ასკოლდ კუროვი კვალდაკვალ მიჰყვება რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულ ორგანიზაციებსა და პირებს და გვიჩვენებს, თუ რა ბედი ეწიათ მათ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.