29 ივნისს, გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის 6-კვირიანი საზაფხულო სკოლის “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” პირველი შეხვედრა.
პირველი სესიის დროს, მონაწილეებმა ნახეს პროექტ “მრავალფეროვნების” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი “რუსული ხაფანგი - ბრძოლა ისტორიისთვის”.
შეხვედრა გაგრძელდა მწერალ მიხეილ ანთაძის ლექციით “რას ნიშნავს ევროპელობა“, რომელსაც მოჰყვა დისკუსია ევროპული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის თემებზე.
დღის ბოლო სესიას წარუძღვა ნიდერლანდებიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სტუმარი, ჰოლანდიის პარლამენტის წევრი, იან პატერნოტე. მან ისაუბრა დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებაზე და კოალიციური მთავრობების ფორმირების კულტურაზე ნიდერლანდებში. დღის ბოლოს გაიმართა ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები.
“ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” პროექტის მხარდამჭერები არიან ჰოლანდიური D66 და IDI.