რუსული ხაფანგი - ბრძოლა ისტორიისთვის

წარმოგიდგენთ ჭავჭავაძის ცენტრის, ინტერნიუსისა და საგამოძიებო ბიუროს ერთობლივი პროექტის, “მრავალფეროვნების” ფარგლებში გადაღებულ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს “რუსული ხაფანგი - ბრძოლა ისტორიისთვის”.

ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდშის რუსულ პროპაგანდისდისტულ, ანტიდასავლურ გზავნილებსა და მითებზე, რომლებიც დღემდე ფართოდ გამოიყენება რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღად სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ. დოკუმენტური სერია მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას, რათა მან შეძლოს უკეთ გაუმკლავდეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ რუსულ დეზინფორმაციულ მანქანას. 

პროექტ “მრავალფეროვნების” ფარგლებში, აგრეთვე, გადაღებულ იქნა 6 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ჭავჭავაძის ცენტრის Youtube არხზე - https://www.youtube.com/watch?v=hmYj9tPyA-w&list=PLBgFOzQZlAOQ1RdaKrxoBy3rJi8V0IBGL

2024 წლის 1 ივნისს სრულმეტრაჟიანი ფილმი “რუსული ხაფანგი - ბრძოლა ისტორიისთვის” გავიდა ტვ “პირველის” ეთერში. ფილმი ასევე გადაიცა რამდენიმე რეგიონული ტელევიზიის მეშვეობით - გორი - "ტვ მონიტორინგი", გურია - "გურია ტვ", ქუთაისი - "მეგა ტვ", ზუგდიდი - "ოდიში ტვ", ფოთი - "მეცხრე ტალღა", ახალციხე - "მეცხრე არხი", ლაგოდეხი - "ლტვ".

პროექტი DIVERSE (Diversity, Intercultural Dialogue, and Versatile Strategies for Resilient Society Empowerment) ხორციელდება USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.