ნინო კალანდაძე პანელურ დისკუსიაში "ნატოს როლი შავი ზღვის რეგიონში".

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ჭავჭავაძის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში "ნატოს როლი შავი ზღვის რეგიონში".

დისკუსიის დროს მან ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და რეგიონის გამოწვევებზე ისაუბრა.

ორდღიანი ღონისძიება ქ.თბილისში, ფრიდრიხ ნაუმანისა და ადენაუერის ფონდების, ასევე ევროპის ლიბერალური ფორუმის (ELF) და ქართულ - ევროპული ინსტიტუტის მასპინძლობით გაიმართა.