ნინო კალანდაძე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაში "დემოკრატიისთვის"

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ჭავჭავაძის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო კალანდაძემ ქალაქ ბერლინში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაში "დემოკრატიისთვის" მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიის დროს, რომლის დასახელება იყო "დემოკრატიის საფრთხეები და გამოწვევები", მან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, დემოკრატიის უკუსვლაზე, საქართველოსა და აშშ-ში მოსალოდნელი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.