მიმდინარე წლის 7 - 11 ოქტომბერს ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლები ზაზა ბიბილაშვილი და ნინო კალანდაძე სამუშაო ვიზიტით ბერლინს ეწვიენ. ვიზიტის ფარგლებში მათ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში "Up for Democracy!" მიიღეს მონაწილეობა და ბუნდესტაგის წევრებთან და გერმანული ფონდებისა და "think-tank" ების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.