შეხვედრა-დისკუსია ახალგაზრდებთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფე "ლიგამუს"-ში

პლატფორმა "თერგი"-მა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფე "ლიგამუს"-ში ახალგაზრდებთან შეხვედრა-დისკუსია გამართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამი მომხსენებელი: ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; სერგი კაპანაძე, GRASS-ის საბჭოს თავმჯდომარე; და გიგი გიგიაძე, ეკონომიკური კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის მთავარი მკვლევარი.

ნინო კალანდაძემ ხაზი გაუსვა ასეთი დისკუსიების მნიშვნელობას, აღნიშნა რა, რომ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა მოახლოებული არჩევნები, საქართველოს ურთიერთობა ევროპასთან და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული სამომავლო პერსპექტივები.

ორგანიზატორების აზრით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდა მონაწილეებში სამოქალაქო ჩართულობისა და საზოგადოებრივი აქტივობის გაზრდას.

https://www.facebook.com/watch/?v=557630103341664&rdid=sNVgIeF0ND5g7mUS