ჭავჭავაძის ცენტრმა გამოაქვეყნა ახალი კვლევა "საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - გავიგოთ მეტი მეგობრების შესახებ". პუბლიკაცია მიმოიხილავს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დეტალურად განიხილავს მხარდაჭერას განათლების, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, თავდაცვისა და ჯანდაცვის სფეროებში. პუბლიკაციის მიზანია, აქტიურ მოქალაქეებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ევროკავშირის დახმარების მასშტაბების შესახებ და გააძლიეროს მათი პოზიციები საჯარო დებატებში.
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელა ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არგამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
ნაშრომი იხ. ბმულებზე ან "ჭავჭავაძს ცენტრის" ვებგვერდის ბიბლიოთეკაში:
https://www.chavchavadzecenter.ge/public/uploads/other/2024-11-06/4945.pdf