2024 წლის 3 დეკემბერს ზაზა ბიბილაშვილმა D66-ის „მსოფლიოს ხედვის“ დისკუსიაში ციკლის ფარგლებში, წარმოადგინა მოხსენება საქართველოში არსებული ვითარებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმოქმნილი წინაღობების შესახებ. კონფერენციაზე, რომელზეც მოხსენება ასევე წაიკითხა კლინგენდაალის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ტონი ვან დერ ტოხტმა, მიმოიხილეს საქართველოს ისტორია, განსაკუთრებული აქცენტით ქვეყნის ევროპულ გზაზე. ღონისძიება მოიცავდა ინტერაქტიულ კითხვა-პასუხის სესიას მკვლევარ ეიმი იგლსტოუნისა და D66-ის წარმომადგენლის, იელხერ ხრონველდის მონაწილეობით, სადაც იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. დისკუსიამ აჩვენა ჰოლანდიელი აუდიტორიის მაღალი ინტერესი საქართველოს დემოკრატიული პროგრესისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ.