2024 წლის 23 დეკემბერს, ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ პარტია D66-ის ყრილობას ნიდერლანდების ქალაქ დენ ბოშში და შეხვდნენ პარტიის ლიდერებს. ყრილობაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ყრილობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჰოლანდიის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისა და ევროპული გზისადმი.