ვიზიტი ჰააგაში

2024 წლის 25-26 ნოემბერს, ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლებმა, ნინო კალანდაძემ და ზაზა ბიბილაშვილმა,  ჰააგაში გამართეს შეხვედრები D66-ისა და CDA-ს პარტნიორებთან საქართველოს მიმდინარე გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების განსახილველად. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შემდგომი მხარდაჭერის საკითხებზე.