ზაზა ბიბილაშვილის ლექცია ილია ჭავჭავაძისა და თავისუფლების შესახებ

2024 წლის 7 დეკემბერს, ეინ რენდის ცენტრის მიწვევით, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა, წაიკითხა ლექცია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. პრეზენტაცია მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის როლს თანამედროვე ქართული ლიბერალური ნაციონალიზმის ჩამოყალიბებაში. ზაზა ბიბილაშვილმა განიხილა ილია ჭავჭავაძის შეხედულებები ეთიკურ საკითხებსა და განათლებაზე, ხაზი გაუსვა მის გავლენას ახალი ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და თანამედროვე აზროვნებაზე. ლექცია გაიმართა თავისუფლების სკოლის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ატლას ნეთვორქისა და პრომეთეუსის ფონდის მხარდაჭერით.