ნინო კალანდაძეს მოხსენება ბრიუსელში

ბრიუსელში კონრად ადენაუერის ორგანიზებით გაიმართა მაღალი დონის მრგვალი მაგიდა – „დემოკრატიული კრიზისი: პოლიტიკური პარტიების როლი 2024 წლის გლობალური არჩევნების წელს“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჭავჭავაძის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო კალანდაძემ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიების როლი გლობალურ საარჩევნო პროცესებში, იმსჯელეს 2024 წლის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.