დისკუსია გორში, თემაზე - “დეოკუპაციამდე დარჩა..“

“დეოკუპაციამდე დარჩა..“ - ამ სადისკუსიო თემით ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლები გორში ახალგაზრდებს შეხვდნენ.

დისკუსია 7 აგვისტოს, რუსეთ- საქართველოს ბოლო ომის დაწყებიდან 12 წლის შემდეგ, EECMD-ის ოფისში, ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის „აგორა - სადისკუსიო კლუბი“ ფარგლებში გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი
ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი
მარიამ გერსამია, პროფესორი (თსუ), ცენტრის უფროსი მკვლევარი
გია ჯაფარიძე, პროფესორი (საქართველოს უნივერსიტეტი), ცენტრის უფროსი მკვლევარი
არინა თავაქარაშვილი, სულხან- საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი

„აგორა“ მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეების, ახალი აზრის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას.

უკვე მერვე თვეა „აგორაზე“ იმართება ე.წ. Thinkathon-ი. ამ ფორმატში, სადაც მონაწილეები ინტერაქციულ რეჟიმში მსჯელობენ და წარმოადგენენ შემოთავაზებულ საკითხებზე პრობლემის გადაჭრის გზებს.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

ღონისძიება გააშუქა რეგიონალურმა მედიამ:
,,დეოკუპაციამდე დარჩა,,- დისკუსია გორში