ჭავჭავაძის ცენტრმა 30 მაისს წარმატებით დაასრულა შიდაპარტიული დემოკრატიის სიმულაციური თამაშების სერია - პროექტი დასრულდა კრიზისების მართვის თემატური სავარჯიშოთი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა იელხერ ხრუნველდმა (D66).
ახალგაზრდა აქტივისტებმა შეასრულეს ფიქტიური „საქართველოს სახალხო პარტიის“ წევრების როლები. სცენარის მიხედვით, ისინი ცდილობდნენ საარჩევნო მარცხის კრიზისის გადალახვას , პარტიული სტრატეგიის ცვლილებებისა და ფრაქციებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების გზით.
იელხერ ხრუნეველდმა მონაწილეებს გაუზიარა ევროპული გამოცდილება პარტიული კრიზისების მართვის მიმართულებით და წარმოადგინა კრიზისების მართვის შედარებითი ანალიზი, რაც საგრძნობლად გაამდიდრა სწავლების პროცესი.
ღონისძიება წარმოადგენდა მრავალეტაპიანი პროექტის დასკვნით ეტაპს. მონაწილეებმა მიიღეს სერტიფიკატები — დემოკრატიული კულტურის მხარდაჭერისა და პოლიტიკური პროცესების პრაქტიკული გააზრების პროცესში ჩართულობისთვის.