ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ონლაინ დისკუსიაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ

ნინო კალანდაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპის კვლევისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ვებ შეხვადრათა სერიის „ხედვა EU-30-პლუს“ რიგით მესამე  ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას მიეძღვნა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის მიერ და მიზნად ისახავდა საქართველოს როლის გაანალიზებას მიმდინარე გეოპოლიტიკურად  კონტექსტში — განსაკუთრებით,ინ დაბრკოლებების ფონზე, რომელიც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციის წინაშე დადგა შიდა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით საყურადღებოა, ამ კონტექსტში,  მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, გადაწყვეტილება ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, რასაც 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა.

ნინო კალანდაძემ, როგორც საქართველოს ყოფილი პარლამენტარი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მსმენელებს გაუზიარა სიღრმისეული ანალიზი ქვეყნის პროევროპულ საზოგადოებასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის მზარდი დაპირისპირების შესახებ.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ შამილ შუგაევი — ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის პოლიტიკის მრჩეველი — და თომას ფრანკე, ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ექსპერტი.

პანელის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოს გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან (2023 წლის დეკემბერი) დღემდე არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ყურადღება გამახვილდა დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებაზე, კანონის უზენაესობის გაუარესებაზე და იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა კვლავაც მაღალი და სტაბილურია.

https://plus.freiheit.org/mediathek/vision-eu-30-plus-georgien-in-die-eu