ჭავჭავაძის ცენტრმა პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური ფონდების ქსელის (ENoP) გენერალურ ასამბლეაში ასოცირებული წევრის სტატუსით.
ცენტრი ასამბლეაზე წარადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ზაზა ბიბილაშვილმა, და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო კალანდაძემ. მათი მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან შეკრებაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ცენტრის საერთაშორისო ჩართულობის გაღრმავებისა და ევროპული პოლიტიკური განათლების სფეროში მისი როლის განმტკიცების გზაზე.
გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას და ENoP-ის პლატფორმის გამოყენებით — საქართველოში დემოკრატიის მიმდინარე პროცესებისა და გამოწვევების საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაცნობას.