ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა მაღალი დონის პანელური დისკუსია, რომელიც გერმანიაში ლიბერალიზმისა და დემოკრატიის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნებოდა. დისკუსიას ჭავჭავაძის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო კალანდაძე გაუძღვა. პანელში ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები — მარტინ კოტე და სვენ გერსტი მონაწილეობდნენ. მოხსენებაში, მათ განიხილეს ლიბერალური ძალების მხრიდან, მზარდი პოლარიზაციის პირობებში, მათდამი ნდობის შემცირების პრობლემაზე შესაძლო პასუხები.
დისკუსიის ძირითადი თემები შეეხებოდა ლიბერალიზმის როლს გერმანიის თანამედროვე პოლიტიკურ ლანდშაფტში, რომელშიც, კოლექტიური ნარატივებს და კულტურულ იდენტობას მმართველობის ტექნოკრატიული და რაციონალური მიდგომები ჩრდილავენ. მონაწილეებმა განიხილეს ის ხედვები და სტრატეგიები, რომლებიც
ლიბერალებს დაეხმარება პოლიტიკური აქტუალობის შენარჩუნებასა და პოპულისტური მოძრაობების მზარდი გავლენის დაბალანსებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ეს მოძრაობები საზოგადოებაში არსებულ მარგინალიზაციის განცდას იყენებენ.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ.