ზაზა ბიბილაშვილი ბულაჩაურის მწვანე ბანაკის მონაწილეებს ესტუმრა

14 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ბულაჩაურის მწვანე ბანაკის მონაწილეებს ესტუმრა. დღის პირველ ნახევარში, ზაზა ბიბილაშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე „სამოქალაქო მეხსიერება და რუსული პროპაგანდის გამოწვევები“.

სადილის შემდგომ კი გაიმართა კინოჩვენება მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე, რომელსაც ხანგრძლივი და ცოცხალი დისკუსია მოჰყვა. ბანაკის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოქალაქის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს, იყო ლიდერი, გქონდეს კრიტიკული აზროვნება საინფორმაციო ეპოქაში, ასევე საქართველოს კონტექსტზე ამ მიმართულებით.