1 ივნისს ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი მონაწილეობდა პოლიტიკური ფონდების ევროპული ქსელის (ENoP) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე. ცენტრი წარმოდგენილი იყო დამფუძნებლების — ნინო კალანდაძისა და ზაზა ბიბილაშვილის მიერ. წელს ასამბლეას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა: ქსელმა დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული წევრები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ევროკავშირის დაფინანსების პრიორიტეტები, დემოკრატიის მხარდაჭერის პერსპექტივები და პოლიტიკური ფონდების როლი სულ უფრო რთულ გლობალურ კონტექსტში. დისკუსიები ასევე შეეხო ევროკავშირის მომავალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოს (MFF) და მის გავლენას სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერაზე.
ასამბლეამ გადასცა ENoP-ის პირველი ყოველწლიური გავლენის ჯილდო დანიის ლიბერალური დემოკრატიის პროგრამასა და „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრს" კენიაში — მათი ერთობლივი პროექტის, „ხალხთა დიალოგის ფესტივალის", მნიშვნელოვნების აღიარების ნიშნად.
ღონისძიებას „ფრიდრიხ ებერტის ფონდის" ევროკავშირის ოფისი ბრიუსელში მასპინძლობდა.

