კინოჩვენება და დისკუსია მომავალი ჟურნალისტებისთვის

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა მორიგ კინოჩვენებას და დისკუსიას ამჯერად მომავალი ჟურნალისტებისთვის უმასპინძლა. შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნაჩვენები იყო პიტერ უირის ფილმი „თრუმენის შოუ“ (1998). მოწვეული სტუმარი იყო ჟურნალისტი, ფსიქოლოგი შავლეგო გეგეჭკორი, რომელმაც შეხვედრის ყველაზე აქტიური მონაწილე სოფო კედელაშვილი წიგნით დააჯილდოვა. შეხვედრა ჩატარდა არსებული რეგულაციების დაცვით და შეზღუდვების გათვალიწინებით.

კინოჩვენების დღიურებიდან (მარიამ კაჭკაჭაშვილი, მომავალი ჟურნალისტი):

„პიტერ უირის „ტრუმენის შოუ“ მთავარ კითხვას გვიტოვებს: სად გადის ზღვარი რეალობასა და ჩვენთვის ხელოვნურად შექმნილ, მოგონილ სამყაროს შორის? ტრუმენ ბურბანკმა არჩევანი სიმართლისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა, რაც მან რუტინის დაძლევისა და ღრმად გამჯდარი შიშების გადალახვით შეძლო. ამ გზით, მთავარმა გმირმა თავის ცხოვრებაზე კონტროლი მოიპოვა. ვფიქრობ, ჩვენ, ჟურნალისტები, ამ არჩევანს - არჩევანს კომფორტსა და სიმართლეს შორის - არა მხოლოდ მაყურებელს, არამედ საკუთარ თავსაც ყოველდღიურად ვთავაზობთ.“

პროექტი ხორციელდება #D66-ის და #IDI-ს მხარდაჭერით.