მრგვალი მაგიდა „140 წელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებიდან - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“

15 მაისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „140 წელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებიდან - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“.  

დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების მნიშვნელობაზე და ისტორიულ კონტექსტზე. საუბარი ასევე შეეხო საზოგადოების დამფუძნებელ პრინციპებსა და ღირებულებებს, მათ გავლენას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოზე, 140 წლის წინანდელი გამოწვევების პარალელებს თანამედროვეობასთან და ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ღონისძიება გახსნეს ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლებმა, ზაზა ბიბილაშვილმა და ნინო კალანდაძემ. სიტყვით გამოვიდნენ არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, გია ნოდია, გიორგი მშვენიერაძე, გია ჯაფარიძე, დავით პაიჭაძე, სიმონ ჯანაშია და მარიამ გერსამია. სადისკუსიო პანელებს მოდერირებდნენ ზაზა ბიბილაშვილი და დავით აფრასიძე. დისკუსიაში მომაწილეობა მიიღეს მედიის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა და წამყვანმა სპეციალისტებმა. 

მრგვალი მაგიდის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები და გაჟღერდა ინიციატივა, განხილული თემატიკა განევრცოს და საიუბლეო თარიღი ყოველწლიურად აღინიშნოს დისკუსიის შედეგებზე დაკვირვების და მათი შემდგომი შეფასების მიზნით.